Marketing Architecture Quiz

მარკეტინგი არ არის პოსტები, რეკლამა და სოციალური მედია.

გაიარე 5-წუთიანი ქვიზი და გაიგე, რამდენად სწორად იხარჯება მარკეტინგის ბიუჯეტი შენს ბიზნესში — და რა უნდა დალაგდეს პირველ რიგში.

გაიგე, რა უნდა დალაგდეს პირველ რიგში

5 წუთი · საწყისი შეფასება · შედეგი ელფოსტაზე

თუ რეკლამას უშვებ, კონტენტი იქმნება, მარკეტერი ან სააგენტო მუშაობს, მაგრამ მაინც არ ჩანს რა მოაქვს ამას ბიზნესისთვის — პრობლემა შეიძლება ერთ ცუდ პოსტში ან ერთ ცუდ კამპანიაში არ იყოს.

შეიძლება მარკეტინგს აკლდეს სამუშაო სისტემა: ვის ელაპარაკება, რას სთავაზობს, როგორ ქმნის ნდობას, როგორ მიჰყავს ადამიანი ყიდვამდე და როგორ კითხულობ შედეგს.

რატომ არ კმარა უბრალოდ მეტი რეკლამა

ბევრი ბიზნესის პირველი რეაქციაა: მეტი ბიუჯეტი, მეტი პოსტი, ახალი ვიზუალი, ახალი კამპანია ან ახალი სოცმედია მენეჯერი.

ზოგჯერ ეს საჭიროა. მაგრამ თუ სისტემა არ ჩანს, მეტი აქტივობა ხშირად უბრალოდ უფრო ძვირად გაჩვენებს იმავე ქაოსს.

  • ბიუჯეტი იხარჯება, მაგრამ არ ჩანს რა ქმნის გაყიდვას
  • პოტენციური კლიენტები მოდიან, მაგრამ გზაში იკარგებიან
  • მარკეტერი ან სააგენტო მუშაობს, მაგრამ არ იცი რა მოსთხოვო
  • კონტენტი კეთდება, მაგრამ გაყიდვასთან კავშირი ბუნდოვანია
  • გადაწყვეტილებები ხშირად შეგრძნებით მიიღება და არა მონაცემით

რას მიიღებ ქვიზის ბოლოს

ბიუჯეტის გამოყენების საწყისი შეფასება

დაინახავ, რამდენად სისტემურად იხარჯება მარკეტინგის ბიუჯეტი შენს ბიზნესში.

პირველი დასალაგებელი ზონა

ქვიზი გაჩვენებს, საიდან ჯობს დაიწყო: აუდიტორიიდან, შეთავაზებიდან, ნდობიდან, გაყიდვამდე გზიდან თუ კონტროლიდან.

7-დღიანი მოქმედების რუკა

მიიღებ პრაქტიკულ შემდეგ ნაბიჯს, რომ იცოდე რა შეამოწმო პირველ რიგში.

რეკომენდებული გზა

გაიგებ, უფრო გჭირდება კურსი, Premium Review, Team Seat თუ ინდივიდუალური დიაგნოსტიკა.

რა ტიპის პრობლემაზეა ეს ქვიზი

რეკლამა მიდის, მაგრამ ლიდები აღარ შემოდის

ხშირად პრობლემა მხოლოდ რეკლამაში არ არის. შეიძლება შეთავაზება, ნდობა ან შემდეგი ნაბიჯი არ იყოს საკმარისად მკაფიო.

მარკეტერი ავიყვანე, მაგრამ ვერ ვიღებ იმას, რაც მინდა

თუ owner-ს არ აქვს სამუშაო რუკა, რთულია მარკეტერს ან სააგენტოს ზუსტად მოსთხოვო შედეგი, report და შემდეგი მოქმედება.

კურსის დრო სად მაქვს?

ეს ქვიზი არ გთხოვს ახალი თეორიის სწავლას. ჯერ გაჩვენებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასალაგებელი — რომ დრო არ დახარჯო არასწორ რამეზე.

ყველაფერი კეთდება, მაგრამ სისტემა არ ჩანს

პოსტები, რეკლამა, შეთავაზება, განმეორებითი დაკავშირება და გაყიდვა ცალ-ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. ისინი ერთ სამუშაო სისტემაში უნდა ჯდებოდეს.

რას უნდა ამბობდეს მონაწილე ამ ქვიზის შემდეგ

Sample outcomes — რეალური შეფასებებით ჩანაცვლდება launch-ის შემდეგ

placeholder

პირველად დავინახე, რომ პრობლემა შეიძლება რეკლამაში კი არა, გაყიდვამდე გზაში მქონდეს.

Owner / placeholder

placeholder

ქვიზმა დამანახა, რომ მარკეტერს ბევრ რამეს ვთხოვდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა დალაგებული რას ვზომავდით.

Business operator / placeholder

placeholder

ყველაზე სასარგებლო იყო ის, რომ მივიღე არა ზოგადი რჩევა, არამედ პირველი დასალაგებელი ზონა.

Founder / placeholder

გაიგე, რა უნდა დალაგდეს პირველ რიგში

თუ მარკეტინგში ფული იხარჯება, მაგრამ შედეგი ბუნდოვანია, ჯერ ახალი კამპანია არ არის პასუხი. ჯერ უნდა დაინახო, სად არის სისტემა არეული.

ქვიზის დაწყება

ეს არ არის სრული Marketing MRI ან ინდივიდუალური კონსულტაცია. ეს არის საწყისი შეფასება, რომელიც გეხმარება სწორი შემდეგი ნაბიჯის დანახვაში.